Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ისტრიის მხარის დელეგაციის ვიზიტი კახეთის მხარეში

15-17 ივნისს ხორვატიის ისტრიის მხარის დელეგაცია ვიზიტით კახეთში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს პლატონ კალმახელიძეს  შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს კახეთისა და ისტრიის რეგიონების ძირითადი მახასიათებლების შესახებ გაუზიარეს ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ორი რეგიონის საერთო მიმართულებებზე და შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

 დელეგაციის წევრებმა მოინახულეს ალავერდისა და ნეკრესის სამონასტრო კომპლექსები და თელავის ისტორიული მუზეუმი, ასევე გაეცნენ ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებს. აღსანიშნავია, რომ ხორვატიაში, მათ შორის ისტრიის მხარეში არსებული რამდენიმე მეღვინეობა ღვინოს ქართული ტრადიციული მეთოდით აწარმოებს.

 დელეგაციის წევრები ასევე გაეცნენ ქართულ კულტურის უნიკალურობას და განსაკუთრებულ ადგილს მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობაში

 მხარეები ორი რეგიონის დამეგობრებასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.