Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ქ. ზაგრებში

სტუმრებს სიტყვით მიმართა  საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაალ გოგსაძემ. მან ისაუბრა ეროვნული დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვა საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლოვან ისტორიას და მიუთითა, რომ მიმდინარე წელს საქართველო აღნიშნავს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. 

ელჩმა ვრცლად ისაუბრა ასევე საქართველოსა და ხორვატიას შორის არსებულ აქტიურ  თანამშრომლობაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში. შეეხო სამომავლო პერსპექტივებსა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს.                           

მიღების ფარგლებში, გაიმართა პიანისტ გიგი ჭიპაშვილის (Pianoman) კონცერტი, რომელმაც დამსწარე საზოგადოებას გააცნო ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები.

საღამოს დასასრულს ქ. ზაგრების მუსიკალურ აკადემიაში სტაჟირებაზე მყოფი ქართველი სტუდენტის, ლიზი სვანიძის მიერ შესრულდა საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის საგალობელი “კირიე ელეისონ”.

მიღებას ესწრებოდნენ ხორვატიის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური და კულტურული წრეების, მედიისა და დიასპორის წარმომადგენლები.