ინფორმაცია ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის შესახებ
2026 წლის 8-12 ივლისს, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ფოლკლორისა და ხალხური ცეკვის 23-ე საერთაშორისო ფესტივალ „ISTRA MUSIC FEST“-ზე პირველად შესრულდა ქართული ფოლკლორული ნაწარმოები ანსამბლ "ჰერიოს" მიერ.
ღონისძიებაში, რომელიც 14 ქვეყნის ფოლკლორულ ანსამბლებსა და 600-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებდა, ქართულმა ანსამბლმა სპეციალური პრიზი დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალი ხორვატიის ისტრიის რეგიონში გაიმართა და მის მთავარ მიზანს სხვადასხვა ქვეყნის კულტურული ტრადიციების პოპულარიზაცია, გამოცდილების გაზიარება და კულტურის მეშვეობით ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება წარმოადგენს.
