Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ქ. ზაგრებში საქველმოქმედო საშობაო ბაზრობა გაიმართა

7 დეკემბერს, საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ქ. ზაგრებში გამართულ საშობაო ბაზრობაში. რიგით 30-ე ღონისძიება  “ზაგრების ქალთა საერთაშორისო  კლუბის” (IWCZ) ორგანიზებით გაიმართა და მასში 20-ზე მეტი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა მონაწილეობდა.

საქართველოს საელჩოს სტენდზე ქართული ღვინო და ტრადიციული ქართული კერძები იყო  წარმოდგენილი.

მიღებული თანხა ხორვატიაში აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების დახმარებას და მათი სოციალური ინკლუზიურობის გაზრდას მოხმარდება.