ქ. ზაგრებში საქველმოქმედო საშობაო ბაზრობა გაიმართა
7 დეკემბერს, საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ქ. ზაგრებში გამართულ საშობაო ბაზრობაში. რიგით 30-ე ღონისძიება “ზაგრების ქალთა საერთაშორისო კლუბის” (IWCZ) ორგანიზებით გაიმართა და მასში 20-ზე მეტი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა მონაწილეობდა.
საქართველოს საელჩოს სტენდზე ქართული ღვინო და ტრადიციული ქართული კერძები იყო წარმოდგენილი.
მიღებული თანხა ხორვატიაში აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების დახმარებას და მათი სოციალური ინკლუზიურობის გაზრდას მოხმარდება.
