Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ინფორმაცია ხორვატიის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთან ირენა ჰრსტიჩთან შეხვედრის შესახებ

27 ივნისს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზაალ გოგსაძე ხორვატიის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს, ირენა ჰრსტიჩს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და  თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.   

შეხვედრაზე აღინიშნა ქვეყნებს შორის დელეგაციებისა და სამუშაო ჯგუფების ვიზიტების აუცილებლობა, რაც ხელს შეუწყობს ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას.