ინფორმაცია ხორვატიის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთან ირენა ჰრსტიჩთან შეხვედრის შესახებ
27 ივნისს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზაალ გოგსაძე ხორვატიის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს, ირენა ჰრსტიჩს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.
შეხვედრაზე აღინიშნა ქვეყნებს შორის დელეგაციებისა და სამუშაო ჯგუფების ვიზიტების აუცილებლობა, რაც ხელს შეუწყობს ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას.
