Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

202წლის 25 ნოემბერს, ზაგრებში საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო უწყებებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა. საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი, ხოლო ხორვატიის დელეგაციას - ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი პოლიტიკურ საკითხებში, ფრანო მატუშიჩი. 

შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს საქართველოსა და ხორვატიას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი და მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების და ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების რეგულარულად გამართვის მნიშვნელობაზე. 

მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველო-ხორვატიის ურთიერთობების განვითარების დინამიკა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, თანამშრომლობას ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, კულტურის და განათლების სფეროებში.

შეხვედრაზე გიორგი ზურაბაშვილმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ხორვატიის მხარეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია, ისაუბრა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. სინანული გამოთქვა ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის არაობიექტურად შეფასებასთან და ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის მიერ ა.წ. 21 ნოემბერს დაგეგმილი საქართველო-ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დიალოგის გაუქმებასთან დაკავშირებით.  

ხორვატიის მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის არსებობის აუცილებლობას, მზაობა განაცხადა თავისი გამოცდილების გაზიარების და საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის კუთხით.

კონსულტაციების ფარგლებში გაიმართა გიორგი ზურაბაშვილის შეხვედრა ხორვატიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ანდრო კრსტულოვიჩ ოპარასთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველო-ხორვატიის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ივიცა ლედენკო. შეხვედრაზე საუბარი პარლამენტთაშორის თანამშრომლობას და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს შეეხო. ხორვატიის მხარემ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე თავისი მხარდაჭერა დაუდასტურა და ამ მიმართულებით  თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

შეხვედრაზე, მინისტრის პირველმა მოადგილემ რეგიონში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა.