ქ. ზაგრების „მუსიკის აკადემიაში“ ქართველი პიანისტის სოლო კონცერტი გაიმართა
ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით 5 დეკემბერს ქ. ზაგრების „მუსიკის აკადემიაში“ (კონსერვატორია) ქართველი პიანისტის გიგი ჭიპაშვილის სოლო კონცერტი გაიმართა.
კონცერტზე: „მოგზაურობა საქართველოში ნოტებით“ გია ყანჩელის, რევაზ ლაღიძის, სულხან ცინცაძის, არჩილ კერესელიძის, ვაჟა აზარაშვილის და სხვა ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები აჟღერდა.
ღონისძიებას ხორვატიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, კულტურისა და აკადემიური წრეების, მასმედიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ასევე ზაგრების კონსერვატორიის სტუდენტები ესწრებოდნენ.
ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები ზაგრების კონსერვატორიაში პირველად აჟღერდა. კონცერტმა დამსწრეთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
