ქ. ვინკოვციში ეთნო ფესტივალი გაიმართა
ქ. ვინკოვციში, მე-60 საშემოდგომო ეთნო დღეების ფარგლებში, მე-16 საერთაშორისო ფესტივალი- „Ethno Hairstyles of the World” გაიმართა. ფესტივალი სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციულ სამოსს და კულტურას წარუდგენს.
საქართველო, ტრადიციული სამოსით ზაქარია ფალიაშვილის “დაისის” ფონზე წარსდგა და დამსწრეთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. ყოველწლიური ფესტივალი ხორვატიის კულტურის სამინისტროს პატრონაჟით და ხორვატიის კულტურის ცენტრ „გატალინკა“-ს ორგანიზებით ტარდება.
