Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის გაფართოების პარტნიორების გაძლიერების პროგრამა ჩატარდა

ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტრო, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) პარტნიორობით ქ. ზაგრებში ევროკავშირის გაფართოების პარტნიორების გაძლიერების პროგრამა ჩატარდა: „ევროკავშირის წევრობისთვის მზადება - სტრატეგიული, ინსტიტუციური, ეკონომიკური და ფინანსური პერსპექტივები“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, მოლდოვის, უკრაინისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დელეგაციებმა. პროგრამის მონაწილეებს ხორვატმა ექსპერტებმა გაუზიარეს პრაქტიკულ ცოდნა და გამოცდილება ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა მოლაპარაკებების წარმოება, საკანონმდებლო შესაბამისობა, ევროკავშირის ფონდების გამოყენების შესაძლებლობები. პროგრამა მიზნად ისახავდა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაძლიერებას.